საბერძნეთში, სალონიკის მახლობლად მიკრი ვოლვის ტერიტორიაზე სამი ემიგრანტის ცხედარი იპოვეს.
ბერძული მედიის ინფორმაციით, ბანგლადეშის მოქალაქეები ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლის მომენტში დაიღუპნენ. ამჟამინდელი ინფორმაციით, სამივე მათგანის გარდაცვალების მიზეზი ჰიპოთერმია გახდა.
ბერძნული პრესა წერს, რომ 3 ემიგრანტი სატვირთო ავტომობილის მაცივარში გაიყინა, როცა მათი გადამყვანი პირი მიხვდა რომ რომ ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ, ცხედრები მანქანიდან გზაზე გადაყარა და იქ დატოვა.
კომენტარები