ქართველმა მამაკაცმა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საცხოვრებელი სახლი გადაწვა მას შემდეგ, რაც ცოლმა განქორწინება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ინციდენტი ქსიროკრინის ტერიტორიაზე მოხდა მას შემდეგ, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 52 წლის მამაკაცი ცოლის სახლში მივიდა და მცირეწლოვანი შვილის მონახულება სცადა, რა დროსაც ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ცოლმა ქმარს განქორწინება მოსთხოვა, რის შემდეგაც მამაკაცი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.
სამაშველო სამსახურმა ალმოდებული სახლიდან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი დროულად გამოიყვანა. ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა.
ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელმაც აღიარა, რომ მისაღები ოთახის ავეჯს სპირტიანი სასმელი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ფოტო თემატური
კომენტარები