ბლოგერი, გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
აუ, მეტირება! მოკლედ, შევედი სასტუმროში, გამოვედი შხაპიდან, ვიბოდიალე ცოტა ნომერში და გადავწყვიტე გამოვიდე გარეთ…
მთელი ქალაქი გადაკეტილია, განსაკუთრებით – ცენტრალური მოედნები და ქუჩები, უამრავი პოლიციელი, ფარებით და იარაღით, ცაზე ვერტმფრენები დაბზრიალებენ… გამისკდა გული! მეთქი, ომი დაიწყო!
ვაჩერებ ქუჩაში პირველივე შეშინებულ, თვალებგაფართოებულ კაცს და ვეკითხები, რა ხდება?
– ოო ძალიან საშიშია, პოლიციელები რომ არა, აქ არავინ იცის რა დატრიალდებოდა!
– რისი გეშინიათ, რა არის საშიში? – ვეკითხები და გული მეწურება პასუხის მოლოდინში…
– ქალები!
– ქალები???
– ჰო, დღეს ქალების დღეა! და მთელი თურქეთის ქალები, ერთიანდებიან უფლებების დასაცავად, პროტესტის გამოსახატად…
უცებ, ომახიანი ხმები ისმის, თითქოს რაღაც დიდი ტალღა გვიახლოვდება! კაცს თვალები კიდევ უფრო უფართოვდება, ამ დროს მეორე კაცი გარბის ჯებირებისკენ: მოდიიიან
დიახ, ქალები მოდიან! განათლებულები, უძლიერესები, სოლიდარულები, შემდგარები! იმდენად ძლიერები, რომ მათგან თავის დასაცავად ასობით ვერტმფრენი, ტანკი და ათასობით პოლიციელი დგას! ხმა ძლიერდება…
ისე მიპყრობს, მხარდაჭერის და სოლიდარობის გრძნობა, რომ მათკენ გავრბივარ! პოლიცია უკან მომათრევს, გვერდზე მწევს და ჩემს წინ, მწკრივებად გარბის ასამდე პოლიციელი.
მათი ხმები ახლაც ჩამესმის… ყველა ფოტო თითქმის – წამაშლევინეს, მაგრამ მაინც! თქვენთან ვარ, გერლზ, იუ რან ზე ვორლდ!!!!”
კომენტარები