მედიცინის დოქტორი, თერაპევტი, თერაპევტ-ტრანსპანტოლოგი, სოციალურ ქსელში, ჯგუფის “stop cov აჭარა“-ს დამფუძნებელი, სოფო ბერიძე:
“ინტენსიური სამაშველო სამუშაოები დაიწყო მხოლოდ საღამოს ექვს საათზე –
გამოჩნდა დამატებითი ძალა, შეიცვალა ტაქტიკა, ნანგრევების ევაკუაცია დაიწყეს სპეციალური გვირაბისებური მილით, პერიმეტრი გათავისუფლდა რკინის კონსტრუქციისგან.
აქედან დაახლოებით ერთ საათში უკვე მოხერხდა ქალის ამოყვანა. ის გულის გაჩერებით შეიყვანეს კლინიკაში.
ასევე, აქედან დაახლოებით ერთ საათში ამოიყვანეს მამაკაცი, ჩანდა ბევრად ოპერატიული და კოორდინირებული მოქმედებები. ისიც გადაყვანილია კლინიკაში.
პირდაპირი ეთერია, ბევრი რაკურსი – ეს ამბავი სხვანაირად ვინმემ დაინახა?
მომიყევით.”
კომენტარები