საშინელებაა, რაც ბათუმში მოხდა… იმედია, სათანადო გამოძიება ჩატარდება. მთავარია, გამოვავლინოთ მიზეზი, რომ მსგავსი ტრაგედი არ განმეორდეს. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ვიქცევით – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას საზოგადოებრივი ჯადაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
“მაპატიეთ, რომ ლაივში ხმაურია, მაგრამ იცით, რომ ჩემი სახლის გვერდზე 8 სართულიან კორპუსს აშენებენ და ქანებს ანგრევენ. რაც ხდება, იმის გამოც ხდება, რომ ჩვენ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენს სადარბაზოზეც კი არა, მხოლოდ ჩვენს ბინაზე, ჩვენს ქოხზე და არა ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოზე. ქვეყანა ასე არ შენდება, მეგობრებო!
რაც დღეს ბათუმში მოხდა, სისტემური პრობლემის მაჩვენებელია, ქვეყანაში სისტემებია ჩამოშლილი. როცა რაიმეს აკეთებ, მართალი უნდა იყო. როცა შენს საკუთარ სახლში რაღაცას აკეთებ, მეზობელი არ უნდა დააზიანო. მარტო შენს ბინას კი არ უნდა უყურო, უნდა გაითვალისწინო, ქალაქისთვის რა იქნება კარგი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ეს ეხება ყველა ქალაქს, დაბას, სოფელს, მთლიანად ქვეყანას. როცა ქალაქის ძველ უბანში რააღაცას აშენებ, ირგვლივ ნაგებობები არ უნდა დაანგრიო.
ჩემი მეათე საუკუნის სახლი სპარსელების არაერთ შემოსევას გადაურჩა, ახლა კი გვერდზე მშენებლები უბანს ლამის ანგრევენ. სახლში ვიბრაციის გამო ანტიკვარული ნივთები დამემტვრა. ათი დღეა, ჩამოვედი და ამ ნგრევა-ხმაურს ვითმენ. მე-16 საუკუნის მარანი დაანგრიეს. ქართველი კაცი მარანს არ დაანგრევს” – ამბობს ფხაკაძე.
კომენტარები