ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
“დაიხსომეთ ეს ფოტოები, ისტორიული ფოტოებია.
ამ ფოტოებზე ხმების მოპარვას აპროტესტებენ და ყველას აფრთხილებენ, ვინც შეიძლება იპარავდეს.
აქ იმ კაცის თავისუფლებასაც ითხოვენ, ვისაც ხმები კი არ მოუპარავს, აღიარა, დავმარცხდიო და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა იმას, ვინც ხალხმა აირჩია.
ამ ფოტოებზე დაკარგულ სიცოცხლეებსაც დასტირიან და მათ სულებზე ლოცულობენ.
ეს ის თავყრილობაა, სადაც ერთმა ქალმა, ჟურნალისტის კითხვაზე, “რისთვის ხართ აქ?” მოკლე და ბრძნული პასუხი გასცა: “რისთვის ვარ და, ხალხის ხმა რომ გაიგონ, შვილო, ჩვენზე და მომავალ თაობაზე რომ იფიქრონ…” – და ამ პასუხით ყველაფერი თქვა.
ეს სამეგრელოა.
ეს ჩემი ზუგდიდია.”
კომენტარები