ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის ერთიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადება გააკეთა:
“იწყება ქაჯეთის ციხის აღება”
ნათელაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეხვედრებზე, გიორგი მარგველაშვილის ჩართულობას მიესალმება – მსოფლიო საკონსტიტუციო პრაქტიკით ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია“.
დღესვე, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.
ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობით, შეთანხმება შედგა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა.
სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.
კომენტარები