გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ინფორმაციით, კორონავირუსის COVID-19 ტესტის ღირებულება არის:
– სამედიცინო პერსონალის, შსს-ს და საბაჟოს თანამშრომლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის ტესტირება სოლიდარობისა და ჩვენი პატივისცემის ნიშნად ტარდება თვითღირებულებით: 520 ლარად.
– საქართველოს მოქალაქეებისა და მუდმივი მაცხოვრებლებისათვის: 620 ლარი.
– საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლებისათვის – 1000 ლარი.
წყარო – კომერსანტი
არ დაგავიწყეთ, რომ როგორც ინფექციონისტები გვეუბნებიან, სიმპტომების გამოვლენამდე ანალიზში პასუხი არ ჩანს. ისევე, როგორ გამოჯანმრთელებიდან 2 დღის ვადაში ისევ უნდა ჩაიტაროთ განმეორებითი ტესტი, საბოლოოდ რომ დადასტურდეს გამოჯანმრთელება.
ასევე – ყველა იმ პირს, რომელსაც აღმოაჩნდება კორონავირუსის სიმპტომები და გადაიყვანენ ინფექციურ საავამდყოფოში, კვლევას უტარებს სახელმწიფო, უსასყიდლოდ.
როგორც ჩანს, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის კლიენტები იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სურვილით მოუნდებათ ანალიზის აღება.
კომენტარები