პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“თავის დროზე ნორვეგიელმა ფსიქოლოგმა შელდერუპ-ებემ, რომელმაც შეისწავლა ქათმებში იერარქიული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესი, დაადგინა, რომ ჩვეულებრივ ერთი ქათამი დომინანტურ პოზიციას იკავებს (ის ყველას ურტყამს ნისკარტს, მაგრამ მას არავინ ურტყამს).
მეორე ქათამი, რომელიც ამ იერარქიაში მეორე პოზიციას იკავებს, ასევე ურტყამს ყველას, გარდა ლიდერისა. და ასე შემდეგ და ა.შ. დაღმავალი პრინციპით სულ ქვევით და ქვევით, უბედურ აუტსაიდერამდე, რომელსაც ყველა ჩაგრავს და ურტყამს ნისკარტს და რომელიც ვერავის უბრუნებს პასუხს…
მთელი ეს ქვეყანა ჰგავს საქათმეს! ახლა ყველა აკაკანდება ქათამივით, მაგრამ ყველას დაემართება ქათმის სიბრმავე და ვერ დაინახავს თავის ცხვირზე შორს!
ყველა ეცდება ამ მუშებზე ხელის შეწმენდას – ყველა მათ დაუწყებს „ნისკარტის“ რტყმას. კი, ქათმის სიბრმავე გვჭირს, რადგან ახლა სპეციალურად ხან ჩაგვიბნელებენ, ხან გადაანათებენ მოვლენებს და მოვლენების განვითარების სცენას, რათა ამ სცენაზე მთავარი მოთამაშეები ჩუმად გააპარონ და საზოგადოებამ ვერ დავინახოთ სისტემური დანაშაული და ხარვეზი, რომელმაც შეიწირა 9 ადამიანის სიცოცხლე!”
კომენტარები