თამთა ნიგურიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“-ფუჰ, ეს ჟურნალისტები, როგორ აშუქებენ ტრაგედიებს, თქვა ფბ. იუზერმა და მეორასე ფოტო გააზიარა ცხოვრება დანგრეული ადამიანების.
საწყალი კაცი, ერთ წამში დაკარგა ცოლ-შვილი, გაიფიქრა საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა კაცმა და ცოლს დაუყვირა, დროზე შე დედამო@@@ლო, მომიტანე საჭმელი.
მერე მოჟრიამულე შვილებს გადასძახა, ჩაიწყვიტეთ ხმა, მომასმენინეთ ტელევიზორი!
ასე სჯობდა, რომ გარდაიცვალა ის ქალი, რა აზრი ჰქონდა აბა მის სიცოცხლეს შვილების გარეშე? თქვა 25 წლის წინ საზღვარგარეთ წასულმა ემიგრანტმა ქალმა და შვილის მისთქოლებს გადაავლო თვალი მესენჯერში, არ ეცალა, მოხუცს უვლიდა.
ნუ განიკითხავთ სხვებს, არ გაქვთ ამის უფლება, თქვე ყალბო, პათეტიურო ადამიანებო,-დაწერეს ჩიკებმა და კაპუჩინო მოწრუპეს.
“უფალმა ნათელში ამყოფოს”…
“ღმერთს იქაც კარგები უნდა”…
“ამინ, ამინ, ამინ”…
“ამინ, ამიიიინ”…”
კომენტარები