თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისგან, ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
“პარალელურად, ამ არეული სიტუაციით სარგებლობას ბევრი ეცდება, მათ შორის, ვანო ჩხარტიშვილი – ჩხარტიშვილი საშინლად შურიანია, მას უსაზღვროდ შურს ბიძინასი და ზოგადად ყველა მდიდარი კაცის. ვანო ახლა თვლის, რომ ბიძინას გასაწევად საუკეთესო კანდიდატურა მიშაა, მაგრამ მინდა გავახსენო დიდუბის პროკურატურა, რომლის ქვემოთაც სახინკლე იყო, სწორედ ამ სახინკლიდან დაატარებდა ხინკალს პროკურატურაში ვანო…. საიდან ვიცი? ვინმეს მოყოლილს არ გიყვებით, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თანამეხინკლე ვიყავი, ასე ვთქვათ. ვანოს საქმე მაშინ იყო მიტანა და მოტანა. მას მერე ბევრმა წელმა გაიარა, მაგრამ ნაცებიც იგივენი არიან და ვანოც იგივეა შინაგანად, ამიტომ მისი სურვილი, დააზღვიოს საკუთარი ფული და ცოტა ბიძინას ფულსაც გამოკრას კლანჭი მიშას დახმარებით, თავად მისთვისვე შეიძლება მობრუნდეს უსიამოვნოდ. ერთი პრობლემა ისაა, რომ მისი მცდელობა კიდევ მეტად აამღვრევს ამღვრეულ წყალს.”
კომენტარები