თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისგან, ამ ეტაპზე თავი შეიკავა, იგი გვიყვება კარტელურ გარიგებებზე ქართულ პოლიტიკაში.
– მიშაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც და ვინც დაგვიტოვა, „ენმ“ ვალდებულია მისივე მოზელილი ნაგავი გაიტანოს, მიშამ იშიმშილოს კი არა, თავში ქვას და მუცელში სამართებელს უნდა იხლიდეს, თავისი სისხლითა და ოფლით უნდა აგვინაზღაუროს. ვუყურებთ, შიმშილობსო და მერე უცებ, თაფლი ჭამაო, ამ ქვეყანაში არიან ბავშვები, რომლებსაც საერთოდაც არ გაუსინჯავთ თაფლი. შევიდა ამერიკიდან ჩამოქანებული მიშას ექიმი და კარგად არის, მაგრამ ცუდადააო, თუ კარგად არის, ცუდად როგორ არის და თუ ცუდადაა რა აქვს ცუდად კონკრეტულად? მე მაგალითად, ცუდად განვეწყვე მას მერე, რაც გავიგე, რომ თაფლი შეჭამა და დამიჯერეთ, არ ვიქნები მარტო. თაფლის ჭამა რომ შიმშილობა აღარ არის, ეს ხომ იცი? კაცმა რომ იშიმშილოს და თაფლი ჭამოს, არ მოკვდება. თუ თავისი რეცეპტი აქვს შიმშილობის? მთელი ქვეყანა შიმშილობს მიშას და ბიძინას გამო… გამოდის გვარამია და მისი უფლებადამცველი ვარო და რისი უფლებადამცველია? თაფლის ჭამის უფლებას იცავს? ხომ კარგად იცოდნენ, რომ ადამიანებს ეს განწყობა ექნებოდათ, როცა გაიგებდნენ, რომ მიშა საკანში თაფლსაც ჭამს და წვენსაც სვამს? რატომ დაუშვეს ეს? ხალხის გაღიზიანება სურთ? თაფლის ჭამის ამბის გამოტანა გარეთ, თითქოს უმნიშვნელო დეტალია, არაფრისმთქმელი, მაგრამ არც ასეა საქმე, ამ დეტალმა, ადამიანების ნაწილი, რომლებიც მისგან სხვა ნაბიჯებს ელიან, გაღიაზიანა.
მეორე – 200 მილიონი რომ დაიკარგა, მაგალითად თავდაცვიდან, მიშას დროს, მარტომ წაიღო? არავის გაუყო იქედან ფული მიშამ? სად არიან ის მინისტრები, რომლებიც მისი ხელისუფლების დროს გამდიდრდნენ? სად არიან, მაგალითად წამლის ბიზნესის ტიპები, რომლებიც აშენდნენ? და მეორე მხარეს, სად არის მდინარაძე? ხომ ამისთანა რაღაცების ოსტატია, გამოვიდოდა ახლა და იტყოდა, აი, თქვენი მიშა, თაფლი ჭამა, ეს არის თქვენი მიშაო? და კობახიძე? ვოლსკის განცხადებების დონეზე დარჩა „ოცნება“? დაიღალა ევროპა და ამერიკა. ამდენი დეგენერატი ერთად, ერთ ქვეყანაში, როგორი ასატანია? და ამჯერად მხოლოდ ეს უთხრეს – თქვენ როგორ დალაგდებით აღარ გვაინტერესებს, მაგრამ 50/50-ზე უნდა დალაგდეთ, გამაგებინეთ, რომ დალაგდებით და მე ბოლოს ხელს მოგიწერთო.
ამასობაში, არ ჩანს თემურ ასალანია, არავინ კითხულობს, რატომ არ არის წინა პლანზე? სად არის? არ აინტერესებს? არ მონაწილეობს ამ სცენარში? არ დგას მიშას გვერდით?
2016 წელს, საქართველოში ჩამოსული იყო 6-კაციანი ჯგუფი, რომელშიც იყო თემურ ალასანიას მარჯვენა ხელი, ემიგრანტი, მას ახლდა ერთი ოპერატორი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მოიარეს მთელი საქართველო. ამ კაცს უნდა წაეღო ამბავი, რა სიტუაცია იყო ქვეყანაში იმ დროისათვის, თუმცა, მოულოდნელად აორთქლდა. როგორც ჩანს, 2016 წელს, არ იყო ალასანიასთვის სახარბიელო სიტუაცია ქვეყანაში. მას შემდეგ, ეს პირი საქართველოსთვის პერსონა ნონ გრატი გახდა, ახლა ვუყურებ და ვხედავ, შემოსულა ქვეყანაში, ემიგრანტებთან და თაკო ჩარკვიანთან ერთად დგას… როგორ გახდა უცებ პერსონა ნონ გრატიდან გრატი? როგორ გახდა უცებ მისაღები? როგორ გადმოკვეთა საზღვარი? რა როლი აქვს მას რეალურად? გარდა იმისა, რომ ის იქნება აქ, საქართველოში თემურ ალასანიას თვალი და ყური, კიდევ რა აქვს დავალებული, ვიცით? ის თავის მოქმედებებში რადიკალიზმით გამოირჩევა – რა არის მისი როლი ამჯერად?
მელიამ ჩათვალა, რომ ჭკვუას იხმარს, მან არ გადაიბარა ემიგრანტები, ამ ხიფათში არ ჩაიგდო თავი. ამიტომ, თემური ბიძიამ, გადაწყვიტა ემიგრანტები გადაებარებინა თაკოსთვის. აწყობდათ თაკო, მყვირალა, აქტიური ქალია, თუმცა, ახლა უკვე ღიად გამოჩნდა და კულუარულადაც საუბრობენ, რომ დიდი განხეთქილება დაიწყო „ენმ“-სა და ჩარკვიანს შორის და აწყობს, თუ არა ეს ალასანიას და შედის თუ არა ეს მის გეგმებში, მალე გამოჩნდება.
ნიკა მელიას და „ენმ“-ის მხარდამჭერები კი ამბობენ, თაკოს უნდა მელიას გაშავება, თორემ, მელია და სააკაშვილი ხელჩაკიდებული დგანანო, მაგრამ, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ემიგრანტებს პირადად ხვდებოდა სააკაშვილი ჩამოსვლამდე და მათ ზუსტი ინსტრუქცია აქვთ მიცემული, ამ ინსტრუქციაში რომ შედიოდეს ნიკა მელიას მხარდაჭერა, როგორ გგონიათ, ემიგრანტები ლიდერის სიტყვას უკუაგდებდნენ? დავუშვათ, არ და ვერ გადააბარა ემიგრანტები ნიკა მელიას სააკაშვილმა, მაგრამ რატომ გადააბარა თაკო ჩარკვიანს და არა ხატია დეკანოიძეს, მაგალითად? რატომ თაკო ჩარკვიანს და არა თინა ბოკუჩავას, მაგალითად? რატომ არ გადააბარა ემიგრანტები ლევან ხაბეიშვილს? გიორგი ბარამიძეს? შემთხვევითი გგონიათ, რომ მას შემდეგ რაც მიშამ განცხადება გააკეთა ჩამოსვლაზე და ემიგრანტებს შეხვდა, სწორედ თაკო ჩარკვიანმა შექმნა სახალხო მოძრაობა? როგორც ჩანს, მიშას არ სურდა „ენმ“-ის და ემიგრანტების ძალების გაერთიანება, ამით „ენმ“-ის ლიდერებს აჩვენებს, რომ ის მარტო მათ იმედად არაა. ჯერ დაატოლებს, მერე შეიძლება შეაერთოს, ან პირიქით, მეტად განაცალკეოს, ეგაც მის ხელშია.
კომენტარები