დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
კოალიციაში შემავალნო “პატარა “პარტიებო !!! ამიხსენით ( მორალზე არ ვსაუბრობ) რა განცხადებაა ეს: “14 ოქტომბერს ნაც . პარტიის აქციას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არ ვუერთდებითო?! “
აბა გავაანალიზოთ ახლა,რომელი “მხრიდან ” არის სწორი ეს განცხადება : პოლიტიკურად?! რა თქმა უნდა არა, რადგან
1- არჩევნებში თქვენმა დაბალმა პროცენტებმა, თქვენმა რეიტინგმა აჩვენა , რომ დიდი სარგებელი მიიღეთ ნაც. მოძრაობის -პარტიის ამომრჩევლის ხარჯზე
2- კაცურად და მორალურად კი, ის რომ ყველანი ძალიან, ძალიან ახლო გარემოცვა იყავით სააკაშვილის დროს და მაშინაც დიდი სარგებელი მიიღეთ
3- კიდევ ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობს, ის რუსეთის მიერ დევნილია და ყველაზე კარგად თქვენ იცით რა მახინჯი მართლმსაჯულების ხელშია, რადგან თავად გაჰყვირიხართ როცა თქვენს ბიზნეს ეხება ხოლმე ფიტნეს კლუბი იქნება ეს თუ დიდი ბიზნეს პროექტები , თავად დოკუმენტებზე აწერთ ხელს, რომ კრიმინალური სამართლებრივი სისტემის რეფორმა მოხდეს.
4- კი ის არის, რომ კარგი იქნებოდა გაგეაზრებინათ ის, რომ დაჭერილი და მოშიმშილე კაცის, რომლის პარტიის ამომრჩევლის ხმებით სარგებელს ელოდებით, მის მხარდასაჭერ აქციაზე არ მისვლა, თქვენი პოლიტიკური სიკვდილია, ხოლო მესამე პრეზიდენტი რუსეთის მსახურ- ვასალ ხელისუფლებას მოვაკვლევინოთ ჩვენი დიდი სირცხვილი!
სააკაშვილის სიკვდილი თუ არ გაწუხებთ, კოალიციაში “შემავალნო” ,იქნებ თქვენი პოლიტიკური სიკვდილის გამო მაინც მიხვიდეთ სოლიდაობის აქიაზე !
ვუსმენდი და ვფიქრობ: აი ბოკერია მაინც სულ სხვაა….ღალატის ხარისხში, პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი!
პოლიტიკოსებო ” კეთილშობილებო”, ეს აქცია 14 -ში პრეზიდენტის არჩევნების კი არა მოშიმშილე დაჭერილი კაცის -მესამე პრეზიდენტის სოლიდარობისთვის აქციააა! რა უბედურება გჭირთ, რა?!”
კომენტარები