სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ქალბატონი საპატრულო ეკიპაჟს ეუბნება, რომ მათ ის კინაღამ დაამტვირიეს.
საპატრულო ეკიპაჟის წევრი სთხოვს განმარტებას, რას ნიშნავს კინაღამ, ქალბატონი უხსნის, რომ მათ რამდენჯერმე გადმოწიეს საჭე მისი მანქანის მიმართულებით. საპატრულო პოლიცია ქალბატონს ამის დამადასტურებელ ვიდეოს სთხოვს, თუმცა, იქვე ამბობს, რომ თავად ყველაფერს იწერდა.
პარალელურად, მოქალაქემ იქვე მიაყენა პოლიციის თვალწინ ქალბატონს შეურაცხყოფა, შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე პასუხობს ქალბატონიც, თუმცა, საპატრულო ეკიპაჟი მას ეუბნება, რომ არ გაუგია ის, როგორ გალანძღეს, თუმცა, გაიგონა, ქალბატონმა როგორ უპასუხა ლანძღვას და ემუქრება მას ჯარიმით, საბოლოო ჯამში კი, არც ჯარიმას წერს, არც განმარტებას ეუბნება მოქალაქეს, რომ მას უფლება აქვს გენ. ინსპექციაში დარეკოს, არც ოქმს ადგენს, არც განცხადების დაწერას სთავაზობს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში, უბრალოდ ჯდება მანქანაში და მიდის.
პოლიციელი ქალბატონს ასევე ეუბნება:
“თუ ჩემი გაცნობა გინდოდათ გეთქვათ…”
კომენტარები