განრისხებული ვარ იმის გამო, რომ კიდევ ვიღაცას აქვს უფლება, სინდისი, ნამუსი გამოვიდეს და ეს მტარვალი დაიცვას. მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი მტარვალია. მე ვინ მეკითხება, მაგრამ წესით ის ისეთ ციხეში უნდა იჯდეს, როგორშიც ამყოფებდა ათასობით და ასი ათასობით ადამიანს და ზუსტად ის პირობები უნდა გაიაროს, – ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„დაცინვად მეჩვენება: თაფლი მიუტანეთ. ლეიბი არ მოსწონს. ტელევიზორი არა აქვს. ეს ისეთი ცინიზმია. ამ ამბავს გარედან ვუყურებ, როგორც რეჟისორი და ეს თრილერიც არ არის, ეს არის რაღაც საშინელება“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.
მისივე თქმით, დადგა დრო, რომ ვიღაცამ რაღაცზე აგოს პასუხი. „რას ნიშნავს ეს, რომ დამნაშავე არ დაისაჯოს. დაუსჯელობის სინდრომის გამო წამოყვეს მათ თავი და ისევ ყელყელაობენ, მიტინგებს აწყობენ. კაცი, რომელიც ზუგდიდის მერობას აპირებს და ამბობს, არ ვიცი „ტრაური“ მე, პრეზიდენტი შიმშილობსო, ამაზე მეტი გადაგვარება შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა?!“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.
კომენტარები