საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. იგი ექსპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “აქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია ზვიად გამსახურდიასთან”.
“ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევის და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვავდა. ასევე ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა,” – დაწერა გიორგი გამსახურდიამ “ტვიტერზე”.