ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“მეუფე ნიკოლოზ, “ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი – ოქროი რჩეული”. და თუკი “ბრძნად მეტყველებას” ვერ ახერხებთ, დუმილი არჩიეთ!
ყოველთვის ვცდილობ, დიდი თავშეკავებით მოვუსმინო მღვდელმთავრებს, მაგრამ, მეუფე, რასაც თქვენ ბრძანებთ, იმას უპასუხოდ ვერ დავტოვებ!
ახალგაზრდა და ახალშემოსილი არ ბრძანდებით და წესით უნდა იცოდეთ კი არა, ძალიან კარგად უწყით, რა დამართა მანიაკმა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ საქართველოს ათასობით ოჯახს!
და თუ იტყვით, – წესით კი უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ ვიცოდიო, – მაშინ მე გკითხავთ:
რატომ არ იცოდით?!
რატომ არ აღწევდა თქვენს ყოვლადუსამღვდელოეს სმენამდე ქართველი ახალგაზრდების განწირული ყვირილი, ქართველი დედების მოთქმა-გოდება და ქართველი მამების გმინვა?!
არ გეუბნებოდნენ?!
ტელევიზორსაც არ უყურებდით?!
გაზეთებსაც არ კითხულობდით?!
და რატომ იყავით გულგრილი?!
მაგრამ თუ იცოდით და მაინც ურთიერთმიტევებისკენ მოგვიწოდებთ, წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს რატომ არ ეკითხებით, შეუძლიათ კი მათი სისხლისა და ხორცის არაადამიანური წამებისა და მკვლელობისთვის, მკვლელობის ორგანიზებითვის გასამართლებული მანიაკების პატიება?!
ანდა ვის რა აქვს მისატევებელი სააკაშვილისგან?!
მოკრძალებით გთხოვთ, თავი დაანებოთ ამ უღმერთო მანიაკებისთვის სამოთხისკენ მიმავალი გვირაბის შიშველი ხელებით თხრას, – სისხლი ავსებს მაგ გვირაბს, ამ მანიაკების დაღვრილი სისხლი!
ეს სისხლი მათაც ახრჩობს და თქვენც დაგახრჩობთ, რადგან “ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს”!”