საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირაში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო ქვეყნის მასშტაბით 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი ფიზიკურიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ამავე პერიოდში კორონავირუსი მასწავლებელთა 0.9%-ს და მოსწავლეთა 0.6%-ს დაუდასტურდა. აცრილთა წილი კი სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, რომ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს სკოლის პერსონალის ტესტირება, როგორც ანტიგენის სწრაფი ტესტით, ასევე PCR ტექნოლოგიის გამოყენებით.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. ბოლო 7 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი არის 8.75%.
კომენტარები