ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა:
“ხინკლების რევოლუციად შეაფასეს თუ რაღაც ასეთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა ბიუჯეტის კოვიდიანმა ქურდმა, რომელიც, აღმოჩნდა, რომ კოვიდის მეშვიდე დღეს აქციაზე გამოვიდა. რა თქმა უნდა, სააკაშვილი ხინკალსაც შეჭამს და სხვა რამესაც, რასაც მოისურვებს, რადგან დღეს სხვანაირი რეჟიმია ციხეებში, სრულიად ევროპული სტანდარტის. ასევე, უგულავას შეუძლია დაელოდოს სააკაშვილს და როდესაც 2027 წელს ის ციხიდან გამოვა, მასთან ერთად სელფი გადაიღოს.
„აღარ ვსაუბრობ აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე, იმ ციფრებსა და ნიუანსებზე, რაზეც თვითონ საუბრობდნენ, რადგან ჩემთვის ერთი ადამიანის აქციაც მისაღებია, თუ ის სამართლიანია, თუმცა დღეს ჩვენ ვერ გავიგეთ, რას აპროტესტებდნენ ეს ადამიანები. ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, თითქოს მას არ ჩაუდენია ის დანაშაულები, რასაც გამოძიება ედავება. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ვიცით, რომ იმ ორ საქმეზე, რაზეც ახლა სააკაშვილი ციხეში ზის და კიდევ ორ საქმეზე, რომელზეც ძიება მიმდინარეობს, საქართველოში სამივე ინსტანცია დასრულებულია. როგორ გგონიათ, მისმა ადვოკატებმა არ იციან, როგორ უნდა მიაგნონ სტრასბურგის სასამართლოს? ამ საქმეებით ისინი სტრასბურგის სასამართლოში რომ მივიდნენ, წარმოიდგინეთ, რა იქნება გადაწყვეტილება?”
კომენტარები