მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მასთან მკურნალი ექიმი უნდა შევიდეს. მისივე თქმით, მან სააკაშვილთან შიმშილობის შეწყვეტაზეც ისაუბრა, თუმცა უარი მიიღო.
“მადლობა გადაგიხადათ ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის და ზოგადი მდგომარეობით. ძალიან მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით და მე მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს, კარგი იქნება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ ვკითხე, არ მიპასუხა… ვუთხარი და ვურჩიე, ხომ არ იყო დრო, კორექტირება შეეტანა მის შიმშილობაში. მან უარი განაცხადა და თქვა, რომ გააგრძელებს შიმშილობას. პირდაპირ გეტყვით, მე ფერი არ მომეწონა, გასაგებია, ამდენი ხანი შიმშილობს”.
კომენტარები