ბრაზილიური Youtube გვერდის, „Porta Dos Fundos“ მიერ ნეტფლიქსზე გამოვიდა ახალი ფილმი „ქრისტეს პირველი ცდუნება“. კომედიური ჟანრის ფილმში იესო ქრისტე ბრუნდება ოჯახთან თავის 30-ე დაბადების დღეზე ჰომოსექსუალ შეყვარებულთან, ორლანდოსთან ერთად. მთელი ფილმის განმავლობაში იესო ქრისტეს პერსონაჟი მშობლებისთვის თავისი საიდუმლოს თქმას ცდილობს.
ფილმის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქრისტიანი გამოვიდა. Change.org-ზე ფილმის აკრძალვასთან დაკავშირებით პეტიციაც შეიქმნა. პროტესტის მიზეზად კი მკრეხელობა სახელდება. შობის ღამეს „Porta Dos Fundos” ოფისს რიო დე ჟანეიროში თავს დაესხნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილებით.
ბუნებრივია, რომ ქრისტიანებში ფილმა გაღიზიანება გამოიწვია და მათთვის ის მიუღებელია,
ფილმის მომხრეები აცხადებენ, რომ ათეისტების მხრიდან რელიგიური ფილმების აკრძალვის მოთხოვნა ისეთივე სისულელეა, როგორც მორწმუნე ადამიანების მხრიდან „რელგიური კომედიის“ აკრძალვა. მათი თქმით, ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები, რომ „იესოს დავუძახოთ გეი“.
კომენტარები