მამა ანთინოგენე, “ტვ პირველთან” პარიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს ქადაგებას ეხმარება და ამბობს:
“რაც მე მოვისმინე, რომელ სულიერებას ეკუთვნოდა? ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას, თუ რომელს? შეიძლება მათ ახალი წერილობითი განცდები შექმნეს. შემთვის ასეთი რამ მართლმადიდებლობაში ცნობილი არ არის, პირიქით, იგავი არ არის, სადაც ქრისტე ამბობს, არ მოხვედით საპყრობილეში და არ მინახულეთ, არ მანუგეშეთო, გაკვირვებულნი ეკითხებიან, სად გნახეთ საპყრობილეში და სად არ განუგეშეთო და უფალი ეუბნება, ვინც სულ მცირე ერთი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ნახა და არ მივიდა სანუგეშონდ, მან ჩემზე თქვა უარიო… არ ვიცით ამათმა სად, როგორ ფიქრობენ, რას აკეთებენ, როგორ განმარტავენ, მაგრამ ალბათ, კრემლის დავალებით არის ყველაფერი.
მე კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული, რასაც ვაკვირდები ეს ცხრა წელიწადია ხელისუფლება და ეკლესია, ისე შეთანხმებულად მოქმედებენ, ისე საოცრად ბანენ ერთმანეთს ხელს, გაოცდები ადამიანი, ამ დროს ჩვენ გვეძახიან, პოლიტიკაო, არ უნდა იყო აზრის გამომთქმელი და მიკერძოებულიო და ამ დროს თვითონ რას შვრებიან? როგორ იქცევიან?”
კომენტარები