პოეტი, ტარიელ ხარხელაური, აქვეყნებს ლექსს, რომელსაც სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ადამიანები წერენ, რომ ლექსი, დღევანდელ დღეს კარგად ასახავს.
ტარიელ ხარხელაური:
მე თუ არა ვთქვი,
შენ თუ არა თქვი,
არა თქვა იმან,
ან ვართ ყრუები, ბატონებო,
ან კიდევ გვძინავს…
ეს რომ ასეა,
ამიტომ გვაქვს თავში საცემი,
სამშობლო – ცნება
რომ გვგონია მზა ტანსაცმელი,
ვისაც სად გვინდა,
როგორც გვინდა, ისე მოვირგოთ,
მტერს ნურა კარგი,
თუ ამ ყოფით რამე მოვიგოთ.
ახლა ხომ მიხვდით, რაც მოგვწია,
რაც ქნა სიყრუემ,
ვით არშემდგარ ერს
არშემდგარი ერი გვიყურებს.
რა ლოდს ვახალო, სად წავიღო
თავი საწყალი,
ყველა სულელი მე მარიგებს,
ჭკუას მასწავლის.
ტარიელ ხარხელაური
კომენტარები