კობა ნაყოფია, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა, ამტკიცებს, რომ პოლიტიკურად და ფიზიკურად იგი კარგად გამოიყურებოდა, იმდენად, რომ “ვუთხარი, შემშურდა-მეთქი.” იგი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“შეიძლება პერიოდულად სისუსტე აღენიშნება, ამას ალბათ,მისი ექიმი უკეთ შეაფასებს, მაგრამ როცა ვსაუბრობდით, იმდენად მხნედ იყო და იმდენად დამუხტა… მხოლოდ წყალს და ჩაის სვამს. იძახის, მაქსიმალურ ვეცდები, ვიყო ფორმაშიო, მესმის, ბევრი რამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, ორგანიზმია, მესმის და ამიტომ ყველაფრისთვის მზად ვარო…
სანამ კიევიდან წამოვიდოდა, ვიცოდი, რომ ბრუნდებოდა, განვიხილავდით, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო საპატიმროში და ვუთხარი, რომ მისი სიცოცხლისთვის ეს არის საფრთხის შემცველი. რას მელაპარაკებიო, მითხრა, ჩემი სიცოცხლე რა არის იმასთან შედარებით, რომ შეილება ქვეყანა დავკარგოთო. ვერც გავუგრძელე საუბარი, იმდენად გათავისებული ჰქონდა. არ დავიწყებ იმის მოყოლას რა ჯოჯოხეთი გამოიარა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო, თავი გაწირა… და დღესაც აგრძელებს იგივეს, დღეს უკვე მე-18 დღეა შიმშილობის.”
კომენტარები