დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის საპატრიარქოსგან ოფიციალურ მიმართვას ელოდებიან.
როგორც Imedinews-ს ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ამ საკითხზე პირადად მას და ცენტრის წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ საპატრიარქოსთან. მისივე თქმით, მეუფე ნიკოლოზის განცხადების შემდეგ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გამოთქვა სურვილი, რომ საპატრიაროს სადეზინფექციო საშუალებებით დაეხმაროს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით ველოდბით საპატრიარქოსგან ოფიციალურ მიმართვას, რის შემდეგაც გაირკვევა, რა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებაა საჭირო და რამდენ ტაძარში უნდა ჩატარდეს. იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული ბიზნესმენის ქმედებას სხვა პირებიც მიბაძავენ და უახლოეს დღეებში გარკვეულ ტაძრებში დეზინფექცია ჩატარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები