დავით ქაცარავა, ავრცელებს ფოტოებს და წერს:
“ამ წუთას ვიმყოფებით სოფელ საკორინთლოში, რომელიც მდებარეობს ოკუპაციის ხაზთან უშუალო სიახლოვეს.
აქ ცხოვრობს ერთი არაჩვეულებრივი ოჯახი, დედა და სამი მცირეწლოვანი შვილი.
ეს ოჯახი დგას ძალიან დიდი პრობლემის წინაშე, ალბათ ახსნაც კი არ არის საჭირო, ფოტოზე კარგად ჩანს სახურავი, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს, წვიმის დროს წყალი ჩვეულებრივად ჩამოდის სახლში.
მიუხედავად იმისა, რომ თიკა ფსუტურმა(დედა) არაერთხელ მიმართა გამგეობას დახმარებასთან დაკავშირებით, პასუხი საერთოდ არ არის, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ქოც-ამომრჩეველი არ არის..
მოგმართავთ თხოვნით, ძირითადად სამშენებლო კომპანიებს, იქნებ დაგვეხმაროთ, მასალებით, ტრანსპორტით ან თანხებით, რათა შევძლოთ ოჯახისთვის ზამთრამდე სახურავის გამოცვლა.
ძალა ერთობაშია !”
კომენტარები