მაშინ, როცა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვმა ქვეყანაში საგრძნობლად იკლო, ისე დაიწყო მეხუთე ტალღა, რომ მეოთხე არც კი დასრულებულა და დაიწყო ახალი ტალღა, ინფიცირებულთა ძალიან მაღლი ნიშნულიდან, როგორც ამას ეპიდემიოლოგები ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერს აკონტროლებს ამ მხრივ ქვეყანაში.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო და მივმართო თხოვნით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს, 1-ელ ოქტომბერს ჩამოვიტანეთ დამატებით 1 მილიონი „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, გვაქვს „ფაიზერის“ ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა. ამას გარდა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა და დავამშვიდო, ჩვენ სიტუაციას ვმართავთ, კონტროლის ქვეშ არის.”
ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ეფექტური იყო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ის ეფექტურია, ვინაიდან უკვე ათვისებული მილიონი ლარი მოსახლეობაში გადანაწილდა.
წესით, პრემიერის განცხადებას, ამირან გამყრელიძემ უნდა უპასუხოს, რადგან, მან დღეს განაცხადა:
“სამწუხაროდ, ჩვენ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ. ამ ტიპის ნიშნულიდან არ დაწყებულა არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე ტალღა. ახლა უფრო მძაფრად მიდის. ეს დელტა შტამი საკმაოდ აგრესიული გამოდგა და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, ვიღაცებს ჩემი პროგნოზი არ მოეწონოთ, მაგრამ საკმაოდ რთული ნოემბერი გვექნება“
თუ სიტუცია კონტროლირებადი და მართვადია, რატომ ველოდებით რთულ ნოემბერს? რომელი ამბობთ, ბატონებო სიმართლეს?
კომენტარები