პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი:
“ჩვენ გვაქვს მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ, დაახლოებით, 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს.”
მართალია, ევროპის მასშტაბით “გამორჩეული ზრდა გვაქვს” ეკონომიკის, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით რაც მოქალაქეებისთვის იზრდება – ფასებია!
სამართალი რომ იყოს, ცხვირიც უნდა ეზრდებოდეს ზოგ პოლიტიკოსს, მაგრამ, რას ვიზამთ, რეალური ცხოვრება ზღაპრისგან განსხვავდება. ვიღაცეები ზღაპარში ცხოვრობენ და ჩვენ რეალურ ცხოვრებაში პური ისევ გაძვირდა!
კომენტარები