იტალიაში მცხოვრები ქართველი, ცირა ირემაშვილი კორონავირუსის სადრთხეზე და იმ მიზხეზებზე წერს, რის გამოც იტალია უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება:
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც იტალია ამ კატასტროფულ მდგომარეობაშ იმყოფება არის მოსახლეობის გულგრილობა. შეზღუდვების დაწესების მიუხედავად ამ ორ კვირაში აურაცხელი რიგები იდგა სუპერმარკეტებში, მაინც სავსე იყო ბარები და რესტორნები. წითელ ზონაში სადაც ყველა ობიექტი დაკეტეს ხალხი ერთმანეთთან სახლში შეკრებებს განაგრძობდა. ყველაზე ჭკვიანებმა ისიც მოიფიქრეს რადგან სკოლები დაიკეტა მოდი დასასვენებლად ან ნათესავების მოსანახულებლად წავალო.
შედეგი: უკანასკნელ 24 საათში 1400 ახალი ინფიცირებული (ჯამში 7000 ზე მეტი);
გადავსებულია ყველა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება და ყველა პაციენტი არ არის ხანდაზმული!
ძალიან მალე უბრალოდ აღარ იქნება არცერთი თავისუფალი ადგილი (უკვე პაციენტების გარკვეული ნაწილი დერეფნებში ან პალატებშია მოთავსებული ადგილების უკმარისობის გამო)
აღარაფერს ვამბობ ზარალზე რაც ყველამ იცის უკვე.
მოკლედ.. აუცილებლად გაითვალისწინეთ ჯანაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენსაციები და შეზღუდვები. ამის კრიტიკულ საჭიროებას კარგად დაინახავთ იტალიის მაგალითზე.
პ.ს. ეს ვირუსი არ არის პანიკის საფუძველი მაგრამ არასწორია უბრალო სურდოსთან გაიგივება“
კომენტარები