აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვში 9 მაისის საიუბილეო აღლუმს არ დაესწრება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ ინფორმაცია მიიღო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მოსკოვში არ დაესწრება.
„დიპლომატიური არხებით ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არ ჩამოვა. თუ რა დონეზე იქნება წარმოდგენილი ამერიკული დელეგაცია, არ ვიცით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
კომენტარები