„ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა:
“ახლა შევეცდები ავუხსნა ანდრია ჯაღმაიძეს, რომ ეკლესიას ებრძვის მხოლოდ თქვენი ენა, რომელსაც კბილს ვერ აჭერთ. მეუფე შიოს თეოლოგიურად ძალიან გაუმართავი და არაჰუმანური ქადაგების შემდეგ დეკანოზმა ჯაღმაიძემ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა მიტროპოლიტ შიოსაც და ეკლისაასაც. მან თქვა, თუ მიშა არ მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ ტომოსის აღიარებას ისე არ ვაპირებთო. აქამდე ამბობდნენ, ვეცნობითიო.
ფაქტიურად გვითხრა , რომ მსოფლიო პატრიარქი მეორე ტურის წინ ნაციონალური მოძრაობის აგიტატორის როლში მოგვევლინებაო და ამით სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებელური სამყაროს ერთერთ უპირველეს ლიდრს.
ამავდროულად აღიარა რომ მიტროპოლიტ შიოს სააკაშვილის მოკვეთა იმიტომ უნდა, რომ ტომოსის აღიარება არ მოსთხოვოს, რაც რუსეთისათვის არა რელიგიური არამედ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური საკითხია. ასევე გვითხრა, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისთვის ძალიან საიმედოა რადგან ისინი ტომოსის აღიარებას არ მოითხოვენ. მოკლედ, რომ გადაგეყლაპათ გვარამიას გადაცემა და ამდენი სისულელე არ მიგამტებინათ მისი უსათნოესობა შიოს ქადაგებისათვის, ხო თქვენთვისვე აჯობებდა?!“
კომენტარები