ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქ ილია II-ის ყველა საეკლესიო პოზიციას მხარს უჭერს.
მეუფე პეტრე:
“რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას. მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა მემკიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების, უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფლმხედველობაში ჩარჩენის და საქართველოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა. უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში… აი, რა გაშორებთ თქვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნულ მოძრაობასთან… გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამინ!”
მეუფე პეტრეს წერილს, იღუმენია თამარ გამყრელიძე ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის კი კვლავ რჩება პატრიარქ ილია II-ის სულიერ შვილად და მხარს უჭერს მის ყველა საეკლესიო პოზიციას.
კომენტარები