პაატა ქურდაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
4411 / 29.. გუშინ მცხეთის ვაქცინაციის ცენტრში ვიყავი, ბუსტერის გასაკეთებლად. ადგილობრივ სპორტულ კომპლექსში. ამხელა დარბაზი აბსოლუტურად ცარიელი იყო. ვიფიქრე დაკეტილია მეთქი და უკან ვაპირებდი კარების გამოხურვას. უცებ ყველა მხრიდან გამოქანდნენ ჩემი გამოჩენით გახარებული თერთრხალათიანი ახალგაზრდები. მგონი უსაქმურობისგან და მოწყენილობისგან დომინოს თამაშობდნენ მეხანძრეებივით
ძალიან დაწყდათ გული, როდესაც გაიგეს რომ როგორც საფრანგეში ორჯერ აცრილს, რესპუბლიკურში მოუწევდათ ჩემი გადამისამართება…აშკარად არ გაუმართლათ
გადარეკეს გადმორეკეს, მაგრამ არაო! რატომ არა!.. ამის გაგება არც უცდიათ და არც მე მომითხოვია. ასეთ სულელურ კითხვებს საქართველოში უკვე კარგა ხანია აღარ ვსვამ…ბოლოს ოჯახის წევრივით გამომემშვიდობნენ სევდიანად
რესპუბლიკურამდე ჯერ ვერ მივაღწიე. ამბობენ იქაც სიცარიელე და მელანქოლია სუფევსო …არა რა, მართლა ყველაზე ვაჟკაცი ხალხი ვართ ქართველები. არფერი არ გვაშინებს… მოყვარის გარდა
მოკლედ, ახლა დავბრუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, მესამე ბუსტერ დოზით ავიცერი.
პირველი ორი პარიზში მქონდა გაკეთებული და გავიდა ექვსი თვე.
დილის ამბებზე მცხეთის ვაქცინაციის უზარმაზარ უკაცრიელ ცენტრში უკვე დავწერე წინა პოსტში – ახლა რესპუბლიკურის ასევე ცარიელ უზარმაზარ ცენტრზე მოგიყვებით: რეგისტრაციასთან პატარა რიგი დამხვდა და გემეხარდა, ეტყობა ხალხი მაინც იცრება მეტქი – მე მეექვსე ვიყავი. ოთხი გოგო კი იჯდა რეგისტრაციაში, მაგრამ რატომღაც ყველა ერთთან მიდიოდა. მერე ვიღაც ჯეელი მოვიდა და პირდაპირ მიაჭრა ერთერთთან. მე რა თქმა უნდა რიგის დაცვისკენ მივანიშნე. გოგოებმა უი თქვენ ქართველი ხართო? თურმე ეს ექვსკაციანი რიგი უცხოელებისთვისაა. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი სამი ფანჯარა და არავინ.. იმ ბიჭის და ჩემს გარდა
უცხოელებმა (ძირითადად რუსი წყვილები, ხელში წითელი პასპორტებით) გაიარეს რეგისტრაცია და აიცრეს კიდეც ბედნიერებმა… მეც ავიცერი, რაღაც ადმინისტრაციული გაუგებრობების გარკვევის შემდეგ. მერე ნახევარი საათი ვიჯექი რეგისტრაცის წინ სკამზე, როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს.აღარც რუსი გამოჩენილა და აღარც ქართველი…სრული, სრული სიცარიელე !
აი ასეთი ამბებია..”საყოველთაო” ვაქცინაციის მხრივ
გაზაფხულზე პარიზში რომ ავიცერი, კმაყოფილი ვიყავი, საქართველოში რომ შემოიტანენ, ჩემთვის განკუთვნილი დოზით ერთით მეტი ადამიანი აიცრება მეთქი… დღესაც კმაყოფილი ვარ, რომ ერთი დოზა ვაქცინა გაფუჭებას გადავარჩინე .. მოკლედ მგონი მედალი მეკუთვნის და საერთოდ ის დროა, კოვიდ ტურიზმზე ვიფიქროთ, სანამ მართლა ვადა გაუვა და გადასაყრელი გახდება ეს სიმწრით შემოტანილი ასი ათასობით ვაქცინა”
კომენტარები