“კობა ნაყობია, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან. რა პერსპექტივა აქვს მას, რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ? მითუმეტეს, როდესაც ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, ეს ყველაფერი არის თავის მოტყუება და საკუთარი თავის დაჩაგვრა. სენაკელებო ხმა უნდა მივცეთ ქართული ოცნების კანდიდატს, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა, შანსი, პერსეპქტივა ამ ქვყენას არ აქვს. მას სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები