„დაბეგრე კაზინო 30%-ით“, „სახალხო პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო კანცელარიასთან სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დადგეს სათამაშო ბიზნესის საგადასახადო პოლიტიკის საკითხი, რომელიც მათი თქმით, აღმოფხვრის ამ ბიზნესის უკონტროლო განვითარებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს და ქვეყანას მოუტანს მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელს.
„ჩვენ ვაპროტესტებთ სათამაშო ბიზნესის პრივილიგირებულ საგადასახადო პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესი მხოლოდ 1%-ით იბეგრება. გამოვდივართ ინიციატივით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს, შევცვალოთ დაბეგვრის პრინციპები უკეთესობისკენ“ -აცხადებენ აქციის ორგანიოზატორები.
აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ამ ბიზნესის უკან მმართველი პარტიის ინტერესები იკვეთება.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ბიზნესის უკან დგანან მმართველი გუნდიდან კონკრეტული ადამიანები, მაგრამ დღეს, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ კანონპროექტზე რომელიც მზადების პროცესშია და უახლოეს ხანში მივმართავთ საკანონმდებლო ორგანოს.
ლაშა მუმლაძე, აქციის მონაწილე
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ სახალხო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია არასრული შემადგენლობით, რათა გავაპროტესტოთ სათამაშო ბიზნესის პრივილეგიები საგადასახადო მიმართულებით. ახლა კი წაგიკითხავთ ჩვენს ერთობლივ განცხადებას:
მოგეხსებათ, რომ ბოლო ათწლეულში აზარტული თამაშები ქართული ეკონომიკისა და საზოგადოების ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა. აზარტული თამაშებისგან გამოწვეული პრობლემები წლიდან წლამდე მწვავდება, თუმცა საგანგაშო სტატისტიკისა და ფაქტების ზრდის მიუხედავად, სიტუაციის გამოსასწორებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.რამდენიმე დღის უკან საქსტატმა აზარტული თამაშების 2020 წლის ბრუნვის შესახებ სტატისტიკა გამოაქეყვნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს უმძიმესი პანდემიური ვითარების მიუხედავად სექტორის ბრუნვა 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწია. საინტერესოა ამ მოცულობის შემოსავლის პირობებში რა თანხით დაიბეგრა,- 1 % ითაც კი არა. რატომ არის სათამაშო ბიზნესი გადასახადი ფიქსირებული?!
რატომ არ იბეგრება სათამაშო ბიზნესი ბრუნვის მიხედვით?!
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ მარტივია იმის დანახვა, რომ ლოიალური დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან კაზინოების მიმართ გამოწვეულია ერთადერთი მიზეზით, კონკრეტული ადამიანების პირდაპირი ინტერესებით.
დღეს ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჟები იმისთვის, რომ დაიბეგროს სათამაშო ბიზნესი, როგორც მიწისქვეშეთი ისე ვირტუალური, 30 % ით. ამ ბრძოლაში მხარე არ არსებობს. ის ადამიანები, ვინც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან, ახლავე გეტყვით, რომ მართულები არიან იმ შავი ფულით, რომელიც არ იციან სად წაიღონ სათამაშო ბიზნესის მეპატრონეებმა.
დღევანდელი დღე არის გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გასვრილია კორუფციაში და ეს ჩვენი განცხადება იქნება მისთვის სამოთხე შედარებით იმასთან, რასაც ჩვენ ვუმზადებთ.
მოვუწოდებთ ყველას, მიიჩნევს რომ სასარგებლო იქნება ამ ბრძოლაში, შემოგვიერთდით მიუხედავად იმისა ხართ მთავრობაში თუ ოპოზიციაში, არასამთავრობო თუ კერძო სექტორში, რათა მივუჩინოთ ყველას თავისი ადგილი კანონის ძალით. ჟურნალისტებს კი იმას გეტყვით, რომ, პირველ რიგში, თქვენ ხართ ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი ამ ბრძოლაში და გვეიმედებით“.
კომენტარები