“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს მიმართავს:
“მამუკა წოწერია,
მომისმინე კარგად – მესმის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ ადამიანად დარჩენა შენი არჩევანია. არ არსებობს ვითარება, რაც არ გაძლევს შესაძლებლობას სახე შეინარჩუნო.
უკიდურესად მძიმე გზას თანხმდები იმისთვის, რომ შენი თანამოქალაქეები გაწირო. ფასის გადახდა აუცილებლად მოგიწევს. შენი თვალით ხედავ, რომ ზუგდიდელი სამართალდამცავები უარს გეუბნებიან საკუთარი ქალაქის დაჩაგვრაზე და ოპერაციის ჩასატარებლად თბილისიდან მოგაშველეს შალვა ბედოიძე და მამუკა ჭელიძე.
არ ვიცი სხვამ რა იცის, მაგრამ მე დეტალურად ვიცი რა ხდება რუსთაველის ქუჩაზე, ვახო კუტალიას სახლში ახლად გახსნილ შტაბში, როგორ იბარებენ ყველას, ვისაც მცირე ბიზნესი აქვს, როგორ აშინებთ რუსეთიდან ჩამოსულ ზუგდიდელებს თუ არჩევნებზე მივლენ ქვეყნიდან რომ ვეღარ გავლენ, როგორ დაიჭერთ მათ ვისაც წარსულში პრობლემები ქონდათ პოლიციასთან და როგორ თავაზობთ კონკრეტულ თანხას ხალხს თანამშრობლისთვის.
მოკლედ, ყველაფერი ვიცი და ვერ გაპატიებ.მარშალის გეგმასავით რო გადაგიშლია სქემა ვის რა ტენდერი აქვს მოგებული და ვის შეუჩერებ გეგმებს, ეგ ამბავი არ გამოგივა. მესამე პირში სხვის ცოლებზე ჭირაობით დაშანტაჟება სულ ფეხებზე კიდია იმ ხალხს ვინც იძულებით გისმენს. ვერც ოთხი დღის წინ მაგ შტაბში შემოსახლებული ტყის ძმები ვერ გიშველის და ვერც ის ფულის სკივრი, საიდანაც უხვად არიგებ დაპირებებს.
მერობასთან ჭიდაობაში, ზუგდიდელობა არ დაკარგო, ამაზე იფიქრე.
მე გაგაფრთხილე.”
კომენტარები