მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ აცხადებს:
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ნუ, შედარებით, ასე რომ ყველაფერი წყნარად არის დღეს.
შიმშილობას არ წყვეტს, არ უნდა არავითარ შემთხვევაში რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში, თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საავადმყოფო იქნება, ეს არის მისი პოზიცია”.
კომენტარები