ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ გამომწერებთან საუბრისას ყოფილი მაზლის დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის გახმაურებულ ურთიერთობას გამოეხმაურა. ნანუკას თქმით, ნათია გედევანიშვილს სოლიდარობას უცხადებს, რადგან ის ყოველთვის მხარში ედგა მეუღლეს, დავით კოდუას და მისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.
“ნათია არის არაჩვეულებრივი გოგო, რომელსაც წლებია ვიცნობ. ბევრი კარგი თვისება აქვს და ძალიან ბევრი გააკეთა დათოსთვის, ბავშვებისთვის. ის არაჩვეულებრივი მეგობარია. კარგად მახსოვს, როგორ ედგა დათოს გვერდით. მე როცა მათ ვიცნობდი, იდეალურ ურთიერთობაში იყვნენ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალექსანდრა ბედნიერი არ უნდა იყოს. უბრალოდ ყველა ქალმა უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სად გადის ჩვენი და სხვისი პირადი ცხოვრება”, – ამბობს ნანუკა.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი დავით კოდუას ყოფილი რძალია, რომელიც ქორწინებაში ერეკლე კოდუასთან იმყოფებოდა.
„მარაო“
კომენტარები