ანტარქტიკის ვრცელი ტერიტორია, რომელიც უმნიშნველოვანეს ფაქტორს წარმოადგენს კლიმატის ცვლილების პროცესში შესაძლოა, დადნეს და ზღვას შეუერთდეს,- განუმარტეს SKY NEWS-ს ყინულოვან კონტინენტზე მომუშავე სამეცნიერო ჯგუფებმა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პაინის კუნძულის მყინვარს, რომელიც რეგიონში უდიდესია და ყველაზე სწრაფ ჩამდინარე „ყინულის მდინარეს“ წარმოადგენს, აღენიშნება ათობით კილომეტრის სიგრძის სიღრმისეული ნაპრალები.
პროფესორი ჯოან ჯონსონი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის დადგომის შემთხვევაში მოხდება შეუქცევადი პროცესები დედამიწისთვის, რაც გამოიწვევს მსოფლიო ოკეანის წყლის დონის მომატებას და გლობალური დათბობის დაჩქარებას
კომენტარები