ექიმი, ნათია ფირცხალაიშვილი, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს და წერს:
“ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show ახლა კარგად წაიკითხე ეს მცირე ჩამონათვალი და გამეცი პასუხი, მაშინ რატომ არ ატეხე ერთი ამბავი, როცა:
ბუტა სიცოცხლეს გამოასლამეს და იცი როგორ? დაჭრილ ბუტას ფეხით შედგა მიქაძე (ეს ნიუანსი, ახალი დეტალი ახლახან გავიგე) და სასწრაფოსა და ექიმებს არ მისცა ბავშვთან მიახლოების უფლება. კარგად გააადვალიერე კადრები და ნახე ბოლო ამოსუნთქვას როგორ აკეთებს ბუტა!!! როგორ ფიქრობ მას არ უნდოდა ან არ ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება?
სანდრო გირგვლიანი სასტიკად ნაწამები ხევში რომ გადააგდეს იმ ყინვაში, სად იყავი მაშინ, ხმაური რატომ არ ატეხე? იმას არ უნდოდა დახმარება და სიცოცხლე?
ვაზაგაშვილს, ნაცვლად იმისა, რომ ცოცხალი გამოეყვანათ მანქანიდან, ,,კანტროლკა,, დაახალეს და ადგილზე მოკლეს – აქაც არ მიაკარეს სასწრაფო!!!!
ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ბიჭები უგულავას რომ ეხვეწებოდნენ არ დაგვხოცოთო და სასტიკად გაუსწორდნენ – მაშინ რატომ არ ყეფდი, როგორც ახლა ხავი მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო?
წკრიალაშვილს რომ გაუჩალიჩეს და მოკლეს – ??????
ცინდელიანი ზღვაში რომ ჩაახრჩვეს?
აფრასიძეები? – ბარამიძე ცინიკურად კუპდარს რომ ითხოვდა?
სად იყავი მაშინ – ქუჩებში ხალხს რომ ხოცავდნენ? ცუდადაა? კიბატონო, იმკურნალოს და მერე ყველას მაგივრად მოიხადოს სასჯელი და გასამართლდეს – მარტო ეგ!!!!
მარა, ეგ თუ გარეთ გამოვიდა (რაც გეგმაში გაქვთ, ვითომდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების იმპროვიზაციით) და ეს ამ ხელისუფლებამ იკადრა, მე ვიქნები პირველი, ვინც ამათ გასამართლებას მოავაწერ ხელს!!!
კომენტარები