ტელეწამყვანი მაია ასათიანი ნიკა გვარამიას „აქცენტებში“, კითხვას, რას ნიშნავს მისთვის სააკაშვილი, პასუხობს:
„მივმართავ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, არამედ ყველას, არ ჩამწიხლოთ და ქვები არ დამიშინოთ, გააღეთ ფანჯრები და გაიხედეთ გარეთ და წარმოიდგინეთ, რომ დგას 2003 წლის ოქტომბერი და რა ხდება გარეთ… ეს იყო მარაზმი… ის კოლონა რომელიც დაიძრა მაშინ სამეგრელოდან, სინათლის ერთადერთი წყარო და სხივი იყო. ამ თემაზე 30 წელია, პირველად ვლაპარაკობ. ის, რომ შეცდომები იყო, დიახ, ყველა ვამბობთ, რომ იყო, მაგრამ დაბრუნდით 20 წლით უკან და გაიხსენეთ, რა ხდებოდა…
გამსახურდია რომ მოკლეს, მაშინაც იყო ირონია, დაცინვა. კარგად მახსოვს, როგორ დასცინოდა მაშინდელი ხელისუფლება, დეჟავიუ მაქვს. ახლაც იგივე ხდება.
…ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უნდა გადარჩეს. სირცხვილია, იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთი პრეზიდენტი მოკლეს და მეორესაც იმ გზით მიაქანებს. ახლა ის დროა, როდესაც ჟურნალისტიც უნდა იყოს მხარე… მე არ მომწონს ჩემი ხელისუფლება, რომელიც დამცინის, აბუჩად მიგდებს და „დაოთი“ მელაპარაკება… ახლა ვიცი, მომესევა უამრავი ადამიანი, გავიხსენოთ ის გარდაცვლილები და ასე შემდეგო, კი, გვახსოვს, მაგრამ, გახსენით ფანჯრები და გაიხსნეთ რა ხდებოდა მაშინ…
დღეს 25 ოქტომბერია, ჩემი შვილის დაბადების დღე და ჩემთვის ამ მძიმე დღეს მოვედი აქ, რომ ეს მეთქვა. ჩვენ ვუყურებთ, რომ ადამიანი კვდება ნელ-ნელა… მერიდება ამაზე საუბარი, მისი დედა მიყურებს… „ნატვრის ხის“ ბოლო კადრია ახლა ქვეყანაში.
კომენტარები