სამოქალაქო აქტივისტი, ცაბუნია ვართაგავა:
“არიქა, არ წავაგოთ ზუგდიდში მეორე ტურიო და ჯერ ნახვაწა მიიწვიეს იმედის რაღაცა ვითომ იუმირისტულ შოუში, მერე იმ ვითომ რაღაცა იუმორისტული შოუს წამყვანმა არიგა ფლაერები, მერე სოფო ბედია ჩამოიყვანეს და ბოლოს სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ბარემ ბოლომდე დაზღვეულები ვიყოთო და გია ვოლსკი დადის კარდაკარ…
კი, კი, ვოლსკი.
ჩემი აზრით, მაინც წააგებენ, სოფო ბედია რომ ჩამოიყვანეს და სოფო ბედიას ქმარი არა, ე, მაგიტომ…”
შეგახსენებთ, გიორგი ვოლსკი ზუგდიდში მართავს წინასაარჩევნო შეხვედრებს, მან დღეს განაცხადა:
“არც არავისთვის მიკითხავს რომელი „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს, რომელი – “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო კარგადაა მომზადებული არჩევნებისთვის, პოლიტიკური პროცესებისთვის, ვიდრე ამას ჩვენი ოპონენტები პირდებიან არა მარტო ადგილობრივ საზოგადოებას, არამედ მთლიანად საქართველოს. დესტაბილიზაციას არავინ დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეიცვლება შედეგები არჩევნებისა პირველ ტურთან შედარებით!”
კომენტარები