პოლიტიკოსი, მურმან დუმბაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ადამიანი, რომელსაც 300-500 ლარი აქვს ხელფასი, აიპიში მუშაობს, მერიაში მუშაობს და ისინი თუ იყიდა და ჩაიყვანა, მისთვის ეს დიდი ამბავი არ არის, მაგრამ, ივანიშვილის გულში ვარ და ვზივარ, გამოაქვეყნებს, თუ არა წერილს? – არავითარ წერილს არ გამოაქვეყნებს, გამოვა თუ არა მიტინგზე? – არავითარ მიტინგზე არ გამოვა. ყველაზე მთავარი, ნომერ პირველი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილზე უფრო მეტად დარწმუნებულია რომ მისი ქართული ოცნება დამარცხდა, დამარცხდა ის 2016 წელს, 2018 წელს, 2020 წელს ხომ დამარცხდა და დამარცხდა – დღეს ის ბოლომდე დარწმუნებულია, რომ ის არის დამარცხებული, მაქისმალურად შეეცდება გაერიდოს ამ პროცესებს. ამაში მთლიანად ვარ დარწმუნებული.
უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება? ღმერთმა ხელი მოუმართოს, თითს არავინ დააკარებს და მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც გადაეფარება. არ მეშინია მე ბიძინა ივანიშვილს, აბაშიძის არ მეშინოდა, სააკაშვილის არ მეშინოდა, ვინ ჩემი ფეხებია ივანიშვილი, რომ მისი მეშინოდეს?”
კომენტარები