“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას თქმით, სატელეფონო ზარების აკრძალვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს კიდევ რამდენიმე შეზღუდვა დაუწესეს.
კობა ნაყოფია:
“დღეს არის ახალი ნოუ-ჰაუ, დამხვდა ახალი ამბავი, იცით კარგად რომ, მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ვერსად ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს, ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს, ყველა ფანჯარა შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც კამერამ ვერ ნახოს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.
დღევანდელი ამბავი არის ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ. პირდაპირ როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, მე პირადად რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება, გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა ალბათ რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა, ან ადვოკატი. ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ხმის და გამოჩენის ისედაც ეშინოდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მისი კალიგრაფიისაც ეშინია.”
კომენტარები