ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ თიანეთში თამაზ მეჭიაურთან, მისი გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდა.
ბოტკოველმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ იმავე საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტურში ქართული ოცნების წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობა არ იბრძვის.
“ჩვენი შეთავაზება ნებისმიერ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არის კოალიციური მთავრობა.
დღეს მქონდა საუბარი თამაზ მეჭიაურთან, როგორც პარტიის რეგიონალური სამსახურის წარმომდგენელს. არის მისი მზაობა და შემოთავაზება კოალიციურ მმართველობაზე.
თიანეთშიც, ცაგერშიც, ოზურგეთშიც – ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არ არის მეორე ტურში, არის მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობებზე, ხვალ დილისთვის დასრულდება ეს პროცესი”. – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
კომენტარები