რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის განცხადებით, საქართველოსთან მის ქვეყანას ურთიერთობები გაუფუჭდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გამო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ტასთან ინტერვიუში, “20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ ისაუბრა.
,,სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ძალას არ გამოიყენებდა. შემდეგ გაიქაჩა და მიიღო”
„მასთან ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემაზე, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. სააკაშვილს ვთხოვდი, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი არავითარ შემთხვევაში სამხედრო გზით არ გადაეჭრა და ის დამპირდა ამას. მითხრა, არასოდეს გავაკეთებ ამასო. შემდეგ გაიქაჩა და მიიღო“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვისგან განზე გავიდა.
„ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მადლობა უთხრან ამისთვის მიხეილ ნიკოლოზის ძეს“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე განაცხადა: „ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ამჟამად ძალაუფლება არ გააჩნია, იგი დარბის მოედნებსა და სახურავებზე ისე, როგორც მარტის კატა“
კომენტარები