პაციენტთან ბლოკში რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შედის მკურნალი ექიმი, მე, მედპერსონალი და სანიტარი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ყველა, ვინც ჩამოვთვალე, არის ეკიპირებული და საერთაშორისო ნორმებს ვიცავთ. ნებისმიერ ბლოკში შესვლისას ეკიპირება იცვლება. ინფიცირებულთან შევდივართ ერთჯერადი ეკიპირებით. წესებს მედპერსონალი მაქსიმალურად ვიცავთ და ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ დაინფიცირებას გადავრჩებით“, – აღნიშნა ენდელაძემ.
მანს ასევე განმარტა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ერთჯერადი ჭურჭლით იკვებებიან. „ინფექციური საავადმყოფო პაციენტებს კვებით უზრუნველვყოფთ და გამოიყენება ერთჯერადი ჭურჭელი“, – განაცხადა ენდელაძემ.
კომენტარები