იტალიაში ქალაქ ბარის მერმა ანტონიო დეკარომ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას ცრემლი ვერ შეიკავა. ამის მიზეზი კორონავირუსის გამო დაცარიელებული ქალაქი გახდა. ცარიელ ქუჩების, დახურული მაღაზიებისა და კაფეების დანახვისას ბარის მერმა ენმოციები ვერ შეიკავა.
„ამ წლების განმავლობაში ბევრი მსხვერპლი გავიღეთ, რათა ქალაქი აგვეღორძინებინა, ტურისტები მოგვეზიდა, თუმცა ამ შექმნილ სიტუაციას გადავლახავთ და კვლავ დავიბრუნებთ წლების განმავლობაში ნაშენებს“, – განაცხადა ბარის მერმა.
10 მარტს კორონავირუსის გამო იტალიაში ხალხმრავალი დაკრძალვის ცერემონიები და ქორწილები დროებით აიკრძალა.
1) იტალიელებისთვის სავალდებულოა სახლში დარჩენა. ისინი უნდა ეცადონ, რომ მაქსიმალურად მოერიდონ სოციალურ კავშირს.
2) მოგზაურობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ სამსახურეობრივი გადაუდებელი საქმეა ან ჯანმრთელობის პრობლემა.
3) სამოქალაქო და რელიგიური ცერემონიების ჩატარების წესი გამკაცრებულია, თუმცა ადამიანებს ისევ შეუძლიათ სალოცავად სიარული, მაგრამ მათ უნდა დაიცვან დისტანცია ერთმანეთთან.
4) საჯარო და კერძო კომპანიები ვალდებულნი არიან, რომ თანამშრომლები შვებულებაში დატოვონ.
5) რესტორნები და ბარები მხოლოდ დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე ფუნქციონირებს, თანაც გარკვეული შეზღუდვებით.
6)სამედიცინო პერსონალს შვებულების აღების უფლება არ აქვს.
7) სატრენაჟორო დარბაზების და სხვა სპორტული დაწესებულებების მუშაობა შეჩერებულია.
8) სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები შეჩერებულია.
9) კინოთეატრები, თეატრები, საცეკვაო სტუდიები და კაზინოები ასევე დახურულია.
10) სკოლები და უნივერსიტეტები დახურულია.
იტალიის მთავრობის მიერ დაწესებული ეს შეზღუდვები ჯერჯერობით 3 აპრილამდე იმოქმედებს.
კომენტარები