ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ტრევიზოში, სამედიცინო დაწესებულების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ფულის შეგროვება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტრევიზოს მედიის ცნობით, გამოქვეყნებულია სპეციალური ანგარიში, სადაც თანხის გადარიცხვა მიმდინარეობს:
,,ქალაქში 86 000 ადამიანი ცხოვრობს, ამ დროისათვის ინფიცირებულია – 160, ხოლო გარდაცვლილი – 17. გაერთიანდნენ და ფულს აგროვებენ თავისი ქალაქის საავადმყოფოებისათვის, რომლებიც ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტზეა, მაგრამ მოქალაქეები ამგვარად სახელმწიფოსაც ეხმარებიან” – წერს ქართველი მოქალაქე, რომელიც ტრევიზოში ცხოვრობს.
იტალია, კორონავირუსის გავრცელების გამო, წითელ ზონად გამოცხადდა.
კომენტარები