ევროპას 2008 წლის ფინანსური კრიზისის მსგავსი ემუქრება, თუ პოლიტიკოსები სწრაფ ზომებს არ მიიღებენ კორონავირუსის გავრცელების გამო, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ კრისტინ ლაგარდმა, ევროკავშრის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა სერიოზული ეკონომიკური შოკის წინაშე დადგება, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება.
როგორც სააგენტო Bloomberg-ი ამ შეხვედრაზე მყოფ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კრისტინ ლაგარდმა ასევე აღნიშნა, რომ კოორდინირებული ქმედებების გარეშე ევროკავშირს 2008 წლის ფინანსური კრიზისის მსგავსი სცენარი ელის.
ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ყველა ზომას დროულად მიიღებენ, ეკონომიკური შოკი დროებითი იქნება. ამ ზომებს შორის განიხილება „სუპერ იაფი დაფინანსება“, ლიკვიდურობის უზრუნველყოფა და კრედიტების გაცემა.
კომენტარები